logo
ENG



დოლიძე:ჩემს წინააღმდეგ ბინძური, ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს 

22 ივნ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური PR-კამპანია არის აგორებული. 

როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის თანამდებობას ტოვებს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს. 

"ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული, ბინძური PR-კამპანია. ამოქმედდა სქემა 108, 108 საპარლამენტო ხმა. ამ ბინძურ კამპანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ კამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე მქონდა ამ შენობაში, ასევე შექმნას სეირი, რომელსაც პოპკორნით, სიამოვნებით უყურებს კლანი და შესაბამისად უყურებს „ქართული ოცნება“. ეს შენობა რჩება მხოლოდ და მხოლოდ ავგიას",-აცხადებს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა


close დახურვა